Zanger / acteur in de video: Gocha Abuladze, componist: N.Sulkhanishvili tekst: A.Tsereteli, video: Zakaria Chelidze & Khatia Maghlakeridze.

Daigvianes (Ze zijn laat)

Deze tekst door de translator halen levert niet zo veel op. Wie kan helpen de tekst van Georgisch naar NL te vertalen? contact badgastenkerkje De letters en woorden zijn ook mooi om naar te kijken.

დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან,
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.
ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მერე, როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი!
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილველო, მე არ მაქვს ბრალი!


კიდევ არ სჩანან… ეგებ წავიდნენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
აჰ, ღმერთო ჩემო, ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!
ბედის ბორბალი ტრიალებს.